L.guja-არ დანებდე (2024)



ტექსტი, მუსიკა, არანჟირება; L-guja

ეძღვნება ჩემს ძმას

l.guja.official@gmail.com

——ტექსტი—–

1-მოდი ძმა
თავი არ დახარო, მტერი არ ახარო
მარტო ქნით
იცოდე
ყველაფერს ავიტანთ
და ყველგან გავიტანთ
ერთობით
არასდროს
არ მოიწყინო, და დავამსხვრევთ
გისოსებს
თხილის გულს, ერთად გავიყოფთ
ვერც ვერავინ გვიმონებს

განა შენ, განა მე, ვერ ავალთ
მწვერვალებზე
გავიტანთ ერთმანეთს ცხოვრების
ასპარეზზე
ხელი ხელს, გული გულს მამაცურს
სამარემდე
აქა ვარ აქა ხარ აქა ვართ
არ დანებდე

2-განა ომს იგებენ ღალატით
შიშით ან ტრაბახით – არავინ
განა გულს იგებენ სიმდიდრით
ფულების ფრიალით – არავინ
ხელი ხელს,
ხელი ხელს ბანს, ორივე კი ლოცულობს
სიყვარულს, არავინ ყიდის
არც არავინ ყიდულობს

განა შენ, განა მე, ვერ ავალთ
მწვერვალებზე
გავიტანთ ერთმანეთს ცხოვრების
ასპარეზზე
ხელი ხელს, გული გულს მამაცურს
სამარემდე
აქა ვარ აქა ხარ აქა ვართ
არ დანებდე

3-თუ კი რამ
არ არის კაცური ჩვენს შორის მოსულიც
არ არის
დაცემა არ არის საჩემო
იცოდე საშენოც არ არის
იმედი
არასდროს კვდება ან კიდე სულ ბოლოში
ჩვენ ვიფრენთ
არ გავიქცევით ვით წრუწუნა სოროში

განა შენ, განა მე, ვერ ავალთ
მწვერვალებზე
გავიტანთ ერთმანეთს ცხოვრების
ასპარეზზე
ხელი ხელს, გული გულს მამაცურს
სამარემდე
აქა ვარ აქა ხარ აქა ვართ
არ დანებდე

source

34 Comments

  1. Нет,дорогуша.Поддержки до могилы мне мало.Я мечтаю,чтоб и после могилы меня друзья и любимые поддерживали.😊❤🎉

  2. აი ეს სიმღერა რო იმღეროს სტადიონზე მაყურებელმა გინდა რაგბის და გინდა ფეხბურთის დროს დამიჯერეთ ჩვენ ვერავინ მოგვიგებს!

  3. ვაიმეეე ეს რა იყო!
    მამას საფლავზე რომ გავალ ,იქ ერთად მოვუსმენთ! რატომღაც ასე მომინდა!😢😢

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You might like

© 2026 Cantinho do Vídeo - WordPress Video Theme by WPEnjoy